The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე კოლუბანსკი

სხვა სახელი:კალაუბანსკი
კალოსუბნელი
კალუბანსკი
კოტე კოლუბანსკი
დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:1891  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

კონსტანტინე კოლუბანსკი XIX საუკუნის 70-იან წლებში თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან: წერდა და თარგმნიდა მოთხრობებს, პიესებს, ლექსებს და სხვ., 1880-ია წლებში ქართულ სცენაზე ნიჭიერ სცენისმოყვარედ ითვლებოდა, "მზის დაბნელება საქართველოში" შესანიშნავად შეასრულა გეურქას როლი. დაწერა დრამა სამმოქმედებად "სიყვარული ახალგაზრდა ქალისა", რომელიც დაიდგა 1885 წლის 15 იანვარს. ასწავლიდა ქართულ ენას. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობა "წიგნი პარიჟიდგან" ("ცისკარი" 1871, N9, გვ.660-662), პიესა "საქმე მიროვოი სუდიასთან" ("ცისკარი" 1867, N1, გვ.78-83).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.731; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: ფსევდონიმების ლექსიკონი: nplg.gov.ge


გააზიარე: