შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია სულაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1991 წელს. 1997 წლამდე მუშაობდა რუსთავის პირველ ბავშვთა პოლიკლინიკაში. შემდეგ უარი თქვა პროფესიით მუშაობაზე; ლექსები პირველად გამოაქვეყნა 1991 წელს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში", მურმან ლებანიძის წინასიტყვით; ამავე წელს, მურმან ლებანიძისავე რედაქტორობით, დაისტამბა მისი პირველი წიგნიც. სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, საიდანაც საკუთარი სურვილით წამოვიდა. გამოცემული აქვს კრებულები: "40 ლექსი", "მეორე წიგნი", "მე არ ვარ ევა" (2006), "სიბრძნე სიურჩისა". ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნილი აქვს ქართულად რუსული, ბელორუსული, თურქული და ტაჯიკური პოეზიის ნიმუშები. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და იტალიურ ენებზე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.288-289; არმური: armuri.georgianforum.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |