Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ია სულაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1991 წელს. 1997 წლამდე მუშაობდა რუსთავის პირველ ბავშვთა პოლიკლინიკაში. შემდეგ უარი თქვა პროფესიით მუშაობაზე; ლექსები პირველად გამოაქვეყნა 1991 წელს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში", მურმან ლებანიძის წინასიტყვით; ამავე წელს, მურმან ლებანიძისავე რედაქტორობით, დაისტამბა მისი პირველი წიგნიც. სისტემატურად იბეჭდება პერიოდულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, საიდანაც საკუთარი სურვილით წამოვიდა. გამოცემული აქვს კრებულები: "40 ლექსი", "მეორე წიგნი", "მე არ ვარ ევა" (2006), "სიბრძნე სიურჩისა". ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას, თარგმნილი აქვს ქართულად რუსული, ბელორუსული, თურქული და ტაჯიკური პოეზიის ნიმუშები. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და იტალიურ ენებზე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.288-289; არმური: armuri.georgianforum.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |