The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კორინთელი

სხვა სახელი:დუშელი
ილტიზელი
კორნელი
თვალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1897  (128 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:დრამატურგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიასა და კომერციულ სასწავლებელში; დაამთავრა საბუღალტრო კურსები და საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი.

1919 წელს თბილისში ჩამოაყალიბა ახალგაზრდა მწერალ-სიმბოლისტთა წრე და საკუთარი ხარჯით გამოსცა ჟურნალი "კრონოსის სარკე"; იმავე წელს, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად ჩამოაყალიბა "ახალი დრამატული წრე", რომლის მიზანიც იყო ახალი მიმართულების თეატრის შექმნა (ორი წარმოდგენა გამართა ხელოსანთა კლუბში, ერთ-ერთი პიესა "დაღუპული სიყვარული" არჩილ კორინთელს ეკუთვნოდა); 1920 წელს, დუშეთში მუშაობის დროს ხელმძღვანელობდა დუშეთის დრამატულ დასს და მუშაობდა სცენისმოყვარეთა გამგეობაში. წერდა უმთავრესად სოციალური შინაარსის პიესებს, ჟურნალ-გაზეთებში ათავსებდა წერილებს ხელოვნებისა და პროვინციებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თეატრალური მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.736


გააზიარე: