The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხასან კომახიძე

ხასან კომახიძე
Legal name:ხარიტონ კომახიძე
Date of birth:1883
Date of death:1957  (at 74 years)
Category:Writer, Poet, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი.

აღიარებულ სახალხო მთქმელად ითვლებოდა; იმ პერიოდის ლიტერატურული ცხოვრების შუაგულშიც იდგა; კლასიკური განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ქართულ წერა-კითხვას სრულყოფილად ფლობდა. მისი უშუალო თაოსნობითა და ხარჯით, 1925 წელს გამოვიდა ბათუმში მოღვაწე ახალგაზრდა ჯგუფის ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი "პონტოსი"; მან თავისი მრწამსი ნათლად გადმოსცა წიგნში "ფუხარას სიტყვა" (1928), სადაც წერს: "იმ დროს სკოლები არსად იყო. არსებობდნენ მხოლოდ მეჩეთებთან მედრესეები, სადაც სწავლობდნენ არაბულ ენაზე ლოცვებს. წერა-კითხვის შესწავლის სურვილი მაინც დიდი დარჩა ჩემში და 43 წლისამ შევედი მუშათა ფაკულტეტზე ბათომში, სადაც გავეცანი ცხოვრების ავ-კარგს... დამაინტერესა მწერლობამ და სურვილი დამებადა შეძლებისდაგვარად ამეწერა აჭარის ცხოვრება"; ეს ნაწარმოები უპირველესად თავისი პოეტური სიტყვით, ხალხური მელექსეობით ფასდება. დიდი ინტერესით იკითხება მისი ლექსები: "ზამთარი", "მოწაფის სიმღერა", "ბეგების სიმღერა", "ოსმანის სიტყვა" და სხვა.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.219


Share: