შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ნაცვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აკეთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო კომიტეტის სალექციო ბიუროს წევრად, საზოგადოება "ცოდნის" ლექტორად, ბათუმის 4, 11, 7, 1 სკოლების დირექტორის მოადგილედ, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმის გამგედ. გამოსცა წიგნები: "გრიგოლ ვოლსკი" (მონოგრაფია, 1955), "ილია ჭავჭავაძე და აჭარა" (1957), "ილია ხონელი" (1960), "მამუკა თავდგირიძე" (ისტორიული მოთხრობა, 1968), "პეტრას სტუმარი" (მოთხრობები, 1972), "ბედის ზიგზაგები" (მოთხრობა, 1979), "კაეშანი სარდალ-მურავისა" (ისტორიული მოთხრობა, 1982) და სხვ. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.222 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |