The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ტბაური

ოფიციალური სახელი:ლავრენტი ძიმისტარაშვილი
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1941  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

საარქივო ფონდში დაცული ცნობების საფუძველზე ირკვევა, რომ იგი 1935 წლის 14 ოქტომბერს მწერალთა კავშირიდან გარიცხეს; ლ. ძიმისტარაშვილის რეპრესიის შესახებ ცნობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩნდება; ირკვევა, რომ ახალგაზრდა პოეტის წინაღმდეგ მიმართული კამპანია 1934 წელს დაიწყო; საბჭოთა ხელისუფლებამ მოღალეტეობრივ ქმედებებად ჩაუთვალა 1932-1934 წლებში ბათუმელი მოსწავლეების: დიმიტრი ძიმისტარიშვილის, შოთა გოგუასა და პავლე მორჩილაძის მიერ დაარსებულ საქართველოს ისტორიის და ქართული პოეზიის შემსწავლელ წრესთან ურთიერთობა; როგორც ჩანს, ლავრენტი ძიმისტარიშვილი ყოველთვის ვერ თავსდებოდა იდეოლოგიის ჩარჩოებში და უკმაყოფილებას გამოხატავდა; გარდა ამისა, ალბათ, მისი ასაკი გახდა საბაბი იმისა, რომ მოსწავლეებთან ერთად, ამ წრის შექმნის გამო დაესაჯათ – პირველ ეტაპზე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, შემდეგ გადაასახლეს და გადასახლებაში დაიღუპა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთია ასახული აჭარის თემა. ამის დასტურია ლექსები: "აჭარას", "ორი სიმღერა აჭარისწყალზე", "აჭარელ გოგონას", "მაგნოლიები, შრიალი სიოს" და სხვ.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.223; ლაშა ტბაური - რეპრესიებს შეწირული ახალგაზრდა პოეტი / მანანა თავდგირიძე // საერთაშორისო კონფერენცია "ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - II" : თეზისები, 24-26 ოქტომბერი.- ბათუმი, 2014. -გვ.66-67 (academia.edu)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: