The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლაფანაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოპორტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის მუშფაკი 1926 წელს.

აქტიურ მონაწილეობას იღებდა დუშეთის აჯანყებაში (დაწერა "დუშეთის აჯანყება 1918 წ.", ტფ., 1927). გასაბჭოების შემდეგ, 1922 წელს იყო დუშეთის აღმასკომის თავმჯდომარე, შემდეგ თბილისში, საოლქო-სასამართლო სისხლის სამართლის განყოფილების გამგე, თბილისის აღმასკომის განათლების ქვეგანყოფილების მომარაგების გამგე. 1927 წელს ოპოზიციონერების გამო, პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.768

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: