The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ ლეკიშვილი

დაბადების თარიღი:1894  (131 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ქუთაისის საკვირაო სკოლაში.

1904-1905 წლებში მუშაობდა ქუთაისში მესაათესთან. შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა ესენტუკში, ნოვოჩერკასკში და პიატიგორსკში; იყო ესერთა პარტიის წევრი, მონაწილეობდა "ჩრდილო-კავკასიის ქართველთა საზოგადოების" დაარსებასა და საქმიანობაში. პიატიგორსკიდან კორესპონდენციებს ათავსებდა "სახალხო გაზეთსა" და "ჩვენ მეგობარში". საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მუშაობდა ფოთში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო კულტურის კომისიის წევრი, საქალაქო საბჭოს წევრი, სავაჭრო-კოოპერატიული სექციის ბიუროს წევრი და სხვ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.779


გააზიარე: