The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ლელაშვილი

დაბადების თარიღი:1910  (115 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი და კავშირგაბმულობის ინსტიტუტი.

1935 წელს მივლინებული იყო რუსეთის კავშირგაბმულობის ქარხნებში. ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის დროს გამოიგონა კომბინირებული ტელეფონი, ე.ი. ხუთი ტელეფონი გააერთიანა და გაამარტივა ერთ ტელეფონში, რაც იძლეოდა დროის, ადგილის, თანხის დიდ დანაზოგს და მუშაობის პროცესს აჩქარებდა. მიხეილ ლელაშვილის გამოგონება, რომელსაც ავტორმა "კომბინაცია" უწოდა, პრაქტიკაშიც გამოიყენებოდა. (გაზეთი "ახალგაზრდა კომუნისტი", 1934, №270). ელექტროინჟინერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.785


გააზიარე: