შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ლეონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1884 წელს. მუშაობდა მასწავლებლად მლეთაში, ღუდსა და ქვემო ჭალაში, პედაგოგობის გარდა მართავდა საქველმოქმედო-სახალხო წარმოდგენებს, რომლის დივერტისმენტში ბავშვებიც გამოჰყავდა. შეადგინა ქართველ მგალობელთა გუნდი. ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა კორესპონდენციებს. გიორგი და ლევან ლეონიძეების მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.812
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |