Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პლატონ ლეჟავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფარცხნალი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან: "იმერეთი", "კოლხიდა", "ალიონი", "თეატრი და ცხოვრება", "ბათუმის გაზეთი", "ეშმაკის მათრახი", "Закавказская речь", "Черноморское побережье", სატირულ-იუმორისტულ ჟურნალებთან "პლატონ ბეის" ფსევდონიმით. მისი ნარკვევები ეძღვნება რელიგიის ისტორიას და სხვა საკითხებს. საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში მუშაობდა კონსულად თურქეთში. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. რუსულად თარგმნა ნ. ლომოურის მოთხრობა "პატარა მეგობრები". მანვე შეკრიბა სერგია ერისთავის ოხუნჯობანი (გამოიცა ორჯერ). ავტორია პოპულარული სიმღერების ტექსტებისა და მელოდიებისა: "სალამურსა გულში ჩავწვდი", "საქათმეში შეპარულა მელა", "გიმნაზისტი გიმნაზისტკას", "ხელი მისკენ მიცოცავს" და სხვ. მეუღლესთან ერთად იყო ამ სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი. საავტორო მუსიკის შემსრულებელი. იუმორისტ-სატირიკოსი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.820; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.345
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |