The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუანშერ ტიკარაძე

ჯუანშერ ტიკარაძე
დაბადების თარიღი:1962  (63 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს.

ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო, პირველად კი ისინი ალმანახ "ლიახვში" გამოაქვეყნა. მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში, გაზეთ "მსგეფსში", თბილისის მე-4 ქართულ გიმნაზიაში, გაზეთ "24 საათში". გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული: ლექსები (2002) და "უკუქცევა" (2008).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.297

ბიბლიოგრაფია

  • უკუქცევა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2008. - 282გვ.. - ISBN: 9789941110238
  • ლექსები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2002. - 108გვ.. - ISBN: 9992859997

გააზიარე: