The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე ტურავა

მარინე ტურავა
Date of birth:1969  (56 years)
Category:Scientist, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმში.

დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს.

პირველი ლექსები დაიბეჭდა 1986 წელს სოხუმის რაიონულ გაზეთში; 1990 წელს მისი ნაწარმოებები ჟურნალ "რიწასა" და ახალგაზრდულ კრებულ "ნაბიჯებში" გამოქვეყნდა; სამეცნიერო კვლევის სფეროა ქართულ–ევროპული ლიტერატურული ურთიერთობანი, ლიტმცოდნეობითი პრობლემები, თანამედროვე ლიტერატურული პროცესები. 2000 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო წერილები, რეცენზიები პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში ("ჩვენი მწერლობა", "ქართული მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "კულტურათაშორისი კომუნიკაციები"...). არის სამეცნიერო-კრიტიკული სტატიების ორი კრებულისა და მონოგრაფიის "სიცოცხლე შვენობს შენითა (სიკვდილის პარადიგმა ქართულსა და უცხოურ მოდერნიზმში)" ავტორი. ფილოლოგიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერსონიფიკაციის მსოფლმხედველობრივი საფუძველი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.298

Bibliography


Share: