The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ჯაფარიძე

ნუგზარ ჯაფარიძე
Date of birth:12 June, 1947
Date of death:2009  (at 61 years)
Category:Writer, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდელი პეტერბურგი) სატყეო-ტექნიკური აკადემია 1972 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: მშენებლობაზე, გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" განყოფილების გამგედ; 1972-1992 წწ. გაზეთ "საბჭოთა აჭარის" კორესპონდენტად და განყოფილების გამგედ, ჟურნალ "ნიანგის" საკუთარ კორესპონდენტად აჭარაში, 1993-2003 წწ. გაზეთ "აღორძინების", 2003-2004 წწ. გაზეთების "აჭარისა" და "ადჟარიას" მთავარ რედაქტორად. ავტორია წიგნებისა: "ხასან ჰელიმიში" (1979, თანაავტორი ლ. დოლაბერიძესთან ერთად), "ასოების პოეზია" (1978), "ასი წელია გულში ხარ" (1981), "ვისი სული გსურს" (1985), "ჭინჭრის კრეფა ყვავილების ქვეყანაში" (2006), "Пособие для новобранца" (Новеллы, рассказы, стихи, 2007), "მაღალი წნევის მატარებელი" (2008), "შენი ხატიმამული, ბულბულო" (2008), "ყველაფერი ღვინის ბრალია" (2009), "მოგზაურობა ბათუმში" (ტრილოგია, 1997-2004); ავტორია 300-ზე მეტი პუბლიცისტური ხასიათის წერილისა. მწერლის ხსოვნის პატივსაგებად, ნათია ბერიძის ავტორობით, გამოიცა მოგონებები - "აღარ ვიქნები და მომინატრებთ" (2012). მწერლის საცხოვრებელი სახლის მახლობელ სკვერს, მიეკუთვნა ნუგზარ ჯაფარიძის სახელი (2012).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.224

Awards and Honors

  • 2008 - ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია
  • 2003 - აჭარის დამსახურებული ჟურნალისტი

Bibliography

  • მოგზაურობა ბათუმში : შთაბეჭდილებათა სრული კრებული (Author) // ნაწ. 3. - ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 2014. - 408გვ.. - ISBN: 9789994021123
  • მოგზაურობა ბათუმში : შთაბეჭდილებათა სრული კრებული (Author) // ნაწ. 2 . - ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 2003. - 296გვ.. - ISBN: 9994070703
  • მოგზაურობა ბათუმში : შთაბეჭდილებათა სრული კრებული (Author) // ნაწ. 1. - ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 2003
  • ვისი სული გსურს : მოთხრობა ბავშვთა ექიმ ვ. დიასამიძეზე (Author). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1985. - 45გვ.
  • ასი წელია გულში ხარ : იუმორ. ლექსები. ეძღვნება ბათუმის სახელმწ. თეატრის მუშაკებს (Author). - თბილისი, ხელოვნება, 1981. - 106გვ.

Share: