The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ფანჩვიძე

ლევან ფანჩვიძე
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის "სამხედრო-ფიზკულტურის" და "ისტორია ფილოლოგიის" ფაკულტეტი 1993 წელს.1993-1996 წლებში მუშაობდა გაზეთ "ასავალ-დასავალის" განყოფილების რედაქტორად; 1997-1999 წლებში გაზეთ "შანსის" რედაქტორად; 2000-2005 წლებში პოლიტიკურ - საზოგადოებრივ გაზეთ "ალიონის" და ჟრნალ "ადვოკატი და მართლმასჯულების" მთავარ რედაქტორად; 2005-2008 წლებში, გაზეთ "არგუმენტის" მთავარ რედაქტორად. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1988 წელს ჟურნალ "ცისკრის" დამატება "ნობათში". არის ავტორი კრებულებისა: "ფოთოლცვენა ტერენტი გრანელის ქუჩაზე", "თიხის მზე" და "წვიმის სონატა" (2014), "ღვთაებრივი მისტერიები" (2024).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს აკაკი წერეთლის საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (2011-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ილია მართლის გაზეთ "ივერიის" პრემია, წლის საუკეთესო პოეტი
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (ოქროს მედალი)

ბიბლიოგრაფია

  • მზის არილი : თანამედროვე ქართული პოეზია (თანაავტორი) // ტ. 11. - თბილისი, 2017. - 320გვ.. - ISBN: 9789941416484
  • წვიმის სონატა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სამეფო წიგნი, 2014. - 109გვ.. - ISBN: 9789941065248
  • წმინდა ნინოს ჯვარი : ქრისტიანული პოეზიის I ფესტივალი (თანაავტორი) // კრ. 1. - თბილისი, ქაღალდის წერო, 2011. - 132გვ.. - ISBN: 9789992899977

გააზიარე: