The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ლომთაძე

სხვა სახელი:მენავე  (ფსევდონიმი)
რაჭველი გლეხი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1865  (160 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტოლა, ამბროლაურის რაიონი.

1892 წლიდან იყო სატყეო მეურნეობის თანამშრომელი, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1905 წლიდან, როგორც ორგანიზატორი. სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის (ესერთა პარტია) წევრი. 1897 წლიდან კორესპონდენციებს ათავსებდა "ცნობის ფურცელში", "დროებაში", "იმერეთსა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. წერდა ლექსებს, დარჩა გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.837


გააზიარე: