The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ლიპარტელიანი

ბიძინა ლიპარტელიანი
დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1978  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ გულიდას სასაფლაო, ლენტეხის რაიონი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გულიდა, ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954 წელს მუშაობა დაიწყო თხმელურის რვაწლიან სკოლაში პედაგოგად; 1956 წელს გადაიყვანეს ლენტეხის რაიკომის ინსტრუქტორად; 1957 წელს, იგი კვლავ დაბრუნდა თხმელურის სკოლაში და დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ, 1958 წლიდან იყო ლენტეხის საშუალო სკოლის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ, ლესემის 8-წლიანი სკოლის დირექტორად და ლენტეხის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდური განყოფილების ხელმძღვანელად. იმავდროულად მუშაობდა გაზეთ საბჭოთა სვანეთის-რედაქციაშიც.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.229

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

გააზიარე: