Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფეშანგი ფაშვიბერტყაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. გორელ ვაჭართა წრიდან გამოსული. "ფაშვიბერტყა" პოეტის მამის მეტსახელია. იგი ჯერ ალექსანდრე მესამის, შემდეგ არჩილ მეორის კარის მდივან-მწიგნობარი იყო 1660-იან წლებში; როცა არჩილი იმერეთში ხანმოკლე მეფობის შემდეგ იქიდან წამოვიდა, მას თან გამოჰყვა ფეშანგი ფაშვიბერტყაძეც. მდივანმწიგნობრული საქმიანობა მან ქართლის მეფის ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის, 1658-1675) კარზე გააგრძელა. 1664-1965 წლებში დაწერა საისტორიო პოემა "შაჰნავაზიანი", რომელიც შეიცავს XVII საუკუნის 60-იანი წლების ქართლ-კახეთისა და იმერეთის ურთიერთობის აღწერას და ვახტანგ V-ის, მარიამ დედოფლისა და უფლისწულთა ხოტბას გვაწვდის საყურადღებო ბიოგრაფიულ და ისტორიულ ცნობებს ვახტანგ V-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი რუსთველური შაირით, ავტორი უხვად სარგებლობს "ვეფხისტყაოსნის" პოეტური სახეებით; გარდა რუსთაველისა, ნაწარმოებში შეინიშნება თეიმურაზ პირველისა და "როსტომიანის" გავლენაც. დაახლოებით 1680 წელს მას გაულექსავს "ფირმალიანი", რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია. მიუხედავად დარღვეული პოეტური ქსოვილისა და ზოგჯერ ნაძალადევი რითმებისა, მრავლად გამოყენებული ბარბარიზმებისა და უცხო სიტყვებისა, ფეშანგის პოეზია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ქართული პოეზიის ისტორიისათვის. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.304
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |