The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ სტურუა

ბესარიონ სტურუა
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:18 ივნისი, 1968  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამტრედია
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ვანის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ჰიდრომელიორაციული ინსტიტუტი.

1917 წლიდან ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში საქართველოსა და ბაქოში; 1921 წელს, როცა საქართველო გახდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ოჯახი დაბრუნდა საქართველოში; 1924 წელს მეუღლესთან, თამარ გაბარაშვილთან ერთად, სასწავლებლად წავიდა მოსკოვში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა ჰიდრომელიორაციულ კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად; 1937 წელს, თ. გაბარაშვილი, ხალხის მტრად იქნა გამოცხადებული და მიესაჯა დახვრეტა ქონების კონფისკაციით; 1937 წლის 28 დეკემბერს დააკავეს ბ. სტურუაც და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უხტიჟემლაგში (სადაც სინამდვილეში 10 წელი გაატარა); გადასახლებიდან 1948 წელს დაბრუნდა; მას არ მისცეს თბილისში ცხოვრების უფლება; ბინასთან ერთად დაკარგა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა და თავისი მეცნიერული ნაშრომები; უბრძანეს რომ 24 საათში დაეტოვებინა თბილისი, რის შემდეგაც საცხოვრებლად სამტრედიაში გადავიდა. რეპრესირებული.


გააზიარე: