The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსა ამირეჯიბი

რუსა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1995-2002წწ. ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში, ჰანოვერში.

წერა დაიწყო ლექსებით. ბავშვობიდან წერს ტელეგადაცემების, ვიდეოკლიპებისა და  ფილმების სცენარებს. 2006 წლიდან მისი მოთხრობები და ნოველები ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში: ცისკარი, ცხელი შოკოლადი ლიტერატურა, ქართული მწერლობა, ლიტერატურული გაზეთი, ლიტერატურული პალიტრა, კვირის პალიტრა. 2010 წელს, წიგნის ფესტივალზე წარსდგა წიგნით – "39 რჩეული მოთხრობა", რომელიც ჟურნალ ლიტერატურულ პალიტრაში ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული რჩეული მოთხრობების კრებულია. მათ შორისაა მისი ნოველა "ფეხსაცმელი". ბოლო ნოველა "მარგარიტა და ოსტატი" – დაიბეჭდა ლიტერატურულ გაზეთში 2013 წელს.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ბიბლიოგრაფია

  • 39 რჩეული მოთხრობა : ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" რჩეულ მოთხრობათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 600გვ. . - ISBN: 9789941413520

გააზიარე: