The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჟვანია

ნინო ჟვანია
Date of birth:16 May, 1975  (49 years)
Category:Scientist, Musician, Art historian

Biography

პიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის სპეციალური ფორტეპიანოს მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა გერმანიაში, დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის კონსერვატორიაში სასწავლებლად.

თანამედროვე მუსიკით განსაკუთრებულ დაინტერესებას მოჰყვა გამარჯვება ორლეანის (საფრანგეთი) XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე და მრავალჯერადი მონაწილეობა კარლჰაინც შტოკჰაუზენის კურსებში (გერმანია). მოპოვებული აქვს DAAD-ის, ალფრედ თოპფერის, ჰაინრიჰ ბიოლისა და Ensemble Modern-ის საერთაშორისო აკადემიის სტიპენდიები; 2008 წელს მიღებული აქვს ბიალისტოკის საფორტეპიანო დუეტების მე-4 საერთაშორისო კონკურსის (პოლონეთი) საპატიო დიპლომი (თამარ ჟვანიასთან ერთად). თანამედროვე მუსიკისადმი ინტერესმა განაპირობა მისი სამეცნიერო მოღვაწეობაც. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის (თანა) ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფიები თანამედროვე საფორტეპიანო შემსრულებლობასა და მხატვრულ კვლევაზე. მას ხშირად იწვევენ თანამედროვე მუსიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალებსა და კურსებზე როგორც კონცერტების, ისე მასტერკლასების ჩასატარებლად (ამერიკაში, არგენტინაში, უკრაინაში, გერმანიასა და აზერბაიჯანში). დაკრული აქვს მსოფლიოს ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა პარიზის Salle Cortot, ბერლინის Konzerthaus, ბოსტონის Jordan Hall, ნიუ-იორკის Merkin Hall, Spectrum and NYU Black Box Theater, დიუსელდორფის Tonhalle, ბაქოს სახელმწიფო ფილარმონია, და Schloss Elmau. არის თბილისის კონსერვატორიის თანამედროვე მუსიკის ანსამბლის და ახალი მუსიკის ანსამბლის Georgia Modern თანადამფუძნებელი. 2010 და 2013 წლებში იყო ბოსტონის ნიუ-ინგლენდის კონსერვატორიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და მეცნიერ-თანამშრომელი. ჩატარებული აქვს ლექციები ჰარვარდისა და ტაფტსის უნივერსიტეტებში. ნ. ჟვანია ასევე ეწევა ჟურნალისტურ მოღვაწეობას: 2011-2013 წელბში იყო კლასიკური მუსიკის რადიოსადგურ "მუზას" პროგრამების მენეჯერი და წამყვანი, ხოლო 2015/2016 წლის სეზონში მას არჩილ გიორგობიანთან ერთად "პირველ არხზე" მიჰყავდა  გადაცემა "მუსიკოლოგოსი". 2019 წლიდან მოყოლებული კი იგი წინანდლის ფესტივალის "პროგრამული ჩანიშვნების" ავტორია.

Bibliography

Contacts Information

  • Business
    თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
    Address:ალ. გრიბოედოვის 8-10, 0108, თბილისი
    E-mail:

Share: