The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინა არჩუაშვილი

ინა არჩუაშვილი
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს.

1995 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში "კავკასიონი", "ცხელი შოკოლადი", "არილი". 1999-2002წწ. - თბილისის მე-6 საავტორო გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2003 წელს გიმნაზიაში მოსწავლეებთან ერთად გამოსცა საბავშვო კრებული "ღია გაკვეთილი". 2008 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში – " ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა" (ცხელი შოკოლადის დამატება), "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული გაზეთი". 2010 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული "ინო". 2011-სა და 2019 წელს იყო ლიტერატურული პრემიების – საბა და ლიტერა – ნომინანტი. 2013 წლის ივნისში მიწვეული იყო ლიტვაში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ლიტერატურულ სემინარზე.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - Penმარათონის III პრემია
  • რეზო ინანიშვილის სპეციალური პრიზი

ბიბლიოგრაფია

  • უსაზღვროდ : პროზა (თანაავტორი). - თბილისი, კალმოსანი, 2020. - 242გვ. . - ISBN: 9789941971457
  • მე ახლა არავის ველოდები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 184გვ. . - ISBN: 9789941482304
  • ცოცხალი წიგნები : პროზა (თანაავტორი). - თბილისი, ნოტა-ბენე, 2016. - 442გვ.. - ISBN: 9789941086960
  • Peace writers : collection of stories by Georgian and Ossetian writers (თანაავტორი). - Tbilisi, Coberm, 2014. - 75p.
  • მას ერქვა ვატანაბე : ნოველები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 146გვ. . - ISBN: 9789941454981
  • 39 რჩეული მოთხრობა : ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" რჩეულ მოთხრობათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 600გვ.. - ISBN: 9789941413520

გააზიარე: