Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სვირი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1948 წელს. 1952-1958 წწ. მუშაობდა მთავარი მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში; 1955-1977 წწ. ხემძღვანელობდა სოხუმის ფილიალის ნ. ვავილოვის მემცენარეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ВИР) ციტოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორიას, რომელიც დაარსდა 1937 წელს; 1960 წელს მიანიჭეს უფროსი მეცნიერ მუშაკის წოდება მცენარეთა ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დარგში; 1968-1976 წწ. ხელმძღვანელობდა ციტოგენეტიკის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის და იზოტოპების მეთოდიკების გაერთიანებულ ლაბორატორიას; 1977–1998 წწ. სოხუმის ფილიალის ციტოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორიას საქართველოს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მეურნოების ინსტიტუტში; 1983 წელს მიანიჭეს გენეტიკის პროფესორის წოდება და იმავე წელს ხდება აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1978–1998 წწ. დაინიშნა აფხაზეთის ნ. ი. ვავილოვის სახელობის გენეტიკის და სელექციონერების საზოგადოების თავმჯდომარედ და 1988 წელს მწვანეთა პარტიის სხდომის დადგენილებით კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს მცენარეთა რესურსების სექციის ხელმძღვანელად; 1989 წელს მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში შეიქმნა სამეცნიერო კვლევითი გაერთიანება "ელიტა", რომლის მიზანი იყო ელიტურ მცენარეთა თესლის და ნერგების გამოყვანა და გავრცელება შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიაზე (1993 წელს გაერთიანება "ელიტის" ლაბორატორიის შენობა მარადიორებმა გაანადგურეს); მის მიერ შეიქმნა ნარინჯოვან მცენარეთა ყინვაგამძლე საჭმელად ვარგისი შორეული ჰიბრიდთა კავკასიური გენოფონდი; ამ გენოფონდიდან ნარინჯოვნებს რომლებსაც ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა მიენიჭებოდა არის საჭმელად ვარგისი ციტრანჟები, ციტრემონები, ტანგორები და იუფორტები; 1995-1996 წწ. სოხუმის დაცემის შემდეგ, ბრუნდება ქ. თბილისში და მოღვაწეობას განაგრძობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მიკრობიოლოგიისა და გენეტიკის კათედრაზე, გენეტიკის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ხელმძღვანელობდა მაგისტრატურის გენეტიკის კურსს; კითხულობდა სალექციო კურსს ციტოლოგიაში, ზოგად გენეტიკაში, ადამიანის გენეტიკაში; იგი იყო მრავალი სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. ი. კაპანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ქ. თბილისში 1993 წელს დაარსებულ აფხაზეთის ეროვნულ აკადემიაში ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად; მის მიერ შექმნილი ჰიბრიდების კოლექცია განთავსებული იყო აფხაზეთის სამ რეგიონში რომელიც განადგურდა აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტის შედეგად მაგრამ შესაძლებელია აღდგენა; ი. კაპანაძის საჭმელად ვარგისი შორეული ჰიბრიდებიდან გადასარჩენია ციტრანჟი (C. sinensis var. Washinghton X P, trifoliata), რომელიც ხარობს ამჟამად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ციტრემონი (C. limon X C. daidai), რომელიც იმყოფება ქ. თბილისში, მევენახეობის ინსტიტუტის ტერიტორიაზე. გენეტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მცენარეთა ციტოლოგია და ემბრიოლოგია", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნარინჯოვან მცენარეთა ოჯახის ძირითადი ბიოგენეტიკური თავისებურებანი", დაიცვა 1967 წელს. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |