The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მეგრელიშვილი

გურამ მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:18 დეკემბერი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

2008 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. სხვადასხვა დროს უძღვებოდა "შემოქმედებითი წერისა" და "დრამატურგიის" კურსს. გამოცემული აქვს 10-ზე მეტი წიგნი; მისი სცენარით გადაღებულია 3 მხატვრული და 2 დოკუმენტური ფილმი; 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორია; სხვადასხვა წლებში სტატიებსა და მონოგრაფიებს წერდა Oxfam-სთვის, USAID-სთვის, EU Partnership-სთვის; ჟურნალ "მასწავლებლისთვის"; სლოვაკური ჟურნალისთვის sme.sk და სხვა. მისი ტექსტები თარგმნილია 7 ენაზე. იგი წლების მანძილზე უძღვება საავტორო "წიგნიერების კურსს", რომლის მიზანია მოზარდებში მხატვრული ტექსტების კითხვისა და ანალიზის ინტერესი აღძრას. 2009 წლიდან მისი კურსი 1200-ზე მეტმა მოზარდმა წარმატებით გაიარა. მას ეკუთვნის ასევე 2008 წლის რუსულ-ქართულ კონფლიქტზე დაწერილი რომანი iratta, ru, რომელიც თავისი მძაფრი სიუჟეტებით და მომხდარის მეტ-ნაკლებად სუბიექტური ნატურალიზმით, მომხდარ ომზე დაწერილი უალტერნატივო ქართული წიგნია. გურამ მეგრელიშვილი იყო მთავარი სცენარისტი ბოლო წლების ყველაზე დიდბიუჯეტიანი ქართული მხატვრული ფილმისა Seasone. მისი პიესა კი – "როგორ გავაკეთოთ ბიჭი", რომელიც ძალადობის თემატიკას მიეძღვნა, დაჯილდოვდა გაეროს სპეციალური პრიზით. თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი, დრამატურგი და კინოსცენარისტი.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; აზროვნების აკადემია: azrovnebisakademia.ge

ბიბლიოგრაფია

  • ნაფიქრალი : კრებული (თანაავტორი). - თბილისი, აზროვნების აკადემიის გამომცემლობა, 2021. - 168გვ.. - ISBN: 9789941838392
  • როგორ ველაპარაკოთ შვილებს : წერილები (ავტორი). - თბილისი, აზროვნების აკადემია, 2021. - 248გვ.. - ISBN: 9789941832826
  • ანტიგლობალისტები : იუმორისტული მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საუნჯე, 2013. - 228გვ.. - ISBN: 9789941442865
  • მოდელი 18/12 : რომანი (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2011. - 220გვ.. - ISBN: 9789941112744
  • ადამიანის ქალაქი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2010. - 268გვ.. - ISBN: 9789941112164
  • iratta.ru : რომანი (ავტორი). - თბილისი, ალიანსი, 2010. - 208გვ.. - ISBN: 9789941905452
  • მრავალჯერადი ბოთლები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2008. - 208გვ.. - ISBN: 9789941403293

გააზიარე: