The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან რუხაძე

რუსუდან რუხაძე
დაბადების თარიღი:1974  (51 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) მედიამენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

1996 წლიდან სხვადასხვა გაზეთთან და ჟურნალთან თანამშრომლობს. მხატვრული პროზის წერა 2013 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო მოთხრობა "შობის წინა დილა" ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნდა. 2013 წლის ბოლოს გამომცემლობა ინტელექტმა ლიტერატურულ გაზეთსა და ლიტერატურულ პალიტრაში გამოქვეყნებულ მოთხრობებს თავი მოუყარა და რუსუდან რუხაძის პირველი კრებული – "ჩაისთან მოსაყოლი ამბები" გამოსცა. კრებულში შედის მოთხრობა "ადა და ევა", რომელიც იმავე წელს ლიტერატურული კონკურსის – წეროს მესამე ადგილის პრიზიორი გახდა და წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსას რჩეულობა ერგო. მოგვიანებით "ადა და ევა" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ყოველწლიურ კრებულში – 15 საუკეთესო მოთხრობა შევიდა. ნათარგმნია თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე. "ჩაისთან მოსაყოლი ამბები" ლიტერატურული პრემია საბას 2014 წლის ნომინანტია საუკეთესო დებიუტისთვის. "ერთი თქვენგანი გამცემს" მწერლის მეორე კრებულია, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა 2016 წელს გამოსცა და წიგნის საახალწლო ფესტივალზე გამომცემლობის ბესტსელერი გახდა.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პროზაული კრებული
    ერთი თქვენგანი გამცემს : მოთხრობები / რუსუდან რუხაძე .-თბილისი : ინტელექტი, 2016.- 200გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: