The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან მარგიანი

ქეთევან მარგიანი
დაბადების თარიღი:1968  (58 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა გულრიფში, აფხაზეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა (ხელმძღვანელი აკად. ქეთევან ლომთათიძე).

1994 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1987-1991 წლებში იყო აკად. შალვა ნუცუბიძის სახელობითი სტიპენდიანტი, 2000-2003 წლებში კი – ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდიის გამარჯვებული; არის ავტორი 80–მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ხსოვნის წიგნისა  – "დალელთა იმედი", თანაავტორი   წიგნებისა: "გლოტალიზაცია ქართველურ ენებში", "კოდორული  ქრონიკები", "ქართველურ ენათა მორფოსინტაქსის საკითხები", "ქართველური სახელები". ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.238; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: elibrary.sou.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: