შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტი 2015 წელს; ამავე უნივერისტეტის "უცხო ენათა ფილოლოგიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის" მაგისტრატურა 2017 წელს. 2013 წელს ქართველ, უკრაინელ, ბელარუს და ლიტველ პოეტებთან ერთად მონაწილეობდა ლიტერატურულ პროექტში – "საერთაშორისო მთარგმნელობითი მასტერკლასი პოეზიაში". გიორგი შონიას სადებიუტო პოეტური კრებული "ფაბრიკაცია", ავტორის ლიტერატურული ფსევდონიმით – ჰანს პრომველით "ინტელექტმა" 2016 წელს გამოსცა; მისი მეორე კრებული "რობოტების ყვავილები" "ინტელექტმა" გამოსცა 2020 წელს. პოეტის ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ბელარუსულ და უკრაინულ ენებზე. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |