The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გვანცა ჯობავა

გვანცა ჯობავა
დაბადების თარიღი:1986  (39 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი საგამომცემლო-სარედაქციო საქმის სპეციალობით 2007 წელს; 2009 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით – განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება. 

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 2008 წელს ჟურნალ ლიტერატურულ პალიტრაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა ელფის რედაქტორად, მარკეტინგისა და კვლევის ინსტიტუტის რედაქტორად და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. 2011 წლიდან გამომცემლობების – "ინტელექტი" და "არტანუჯი" – საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერია. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს: სოლ ბელოუს "მისტერ სამლერის პლანეტა" (ინტელექტი, 2012); ჯონ ლენონის "როგორც მეწერება" (არტანუჯი, 2012); ანა პოლიტკოვსკაიას "პუტინის რუსეთი" (არტანუჯი, 2014); ჯონ სტაინბეკის "თაგვებსა და ადამიანებზე" (არტანუჯი, 2015); ჩინუა აჩებეს "ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს" (ინტელექტი, 2018). არის ორი საბავშვო წიგნის ავტორი: "5 ბავშვი - 5 თბილისი" (ელფი, 2009) და "კოლოფი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011). 2012 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო პოეტური კრებული "კარდიოგრამა"; 2013 წელს - პირველი რომანი "Check-In.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი (2018-)
  • საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2015-)

ბიბლიოგრაფია

  • 5 ბავშვი, 5 თბილისი : შემეცნებითი ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, ელფი, 2021. - 48გვ.. - ISBN: 9789941489228
  • Check-in : სამოგზაურო რომანი (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 238გვ. . - ISBN: 9789941454028
  • მისტერ სამლერის პლანეტა : რომანი / სოლ ბელოუ (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 360გვ.. - ISBN: 9789941430848
  • კარდიოგრამა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 90გვ. . - ISBN: 9789941440823
  • ახალგაზრდა პოეტები : ასი ლექსი (თანაავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2010. - 172გვ. . - ISBN: 9789941420092

გააზიარე: