შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემო რეხვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი 2015 წელს. ერთდროულად რამდენიმე თეატრში მუშაობდა შტატგარეშე, დამოუკიდებელ მსახიობად. არის "ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის" (2016) და თეატრალური კომპანია "ჰარაკის" (2019) თანადამაარსებელი. 2017 წელს გვანცა ენუქიძესთან ერთად, საიდუმლო პოეტური ჯგუფი "ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია" ჩამოაყალიბა. 2019 წლიდან თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წევრია. მისი სადებიუტო წიგნი "კურიერის ამბები", შეიქმნა კურიერად მუშაობისას გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, რომლებიც 2019 წელს ინტერნეტჟურნალ "სიტყვებში" ქვეყნდებოდა. წყარო: სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |