The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ნარსია

გრიგოლ ნარსია
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1963  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის რაიონი.

1924-1925წწ. მუშაობდა სოფელ ნიგოეთის ორგანიზაციის მდივნად, შემდგომ იყო ბიუროკოლექტივის მდივანი და ხელმძღვანელობდა საშუალო სკოლის კომკავშირულ ორგანიზაციას; უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს სსრ შრომის სახალხო კომისარიატის სისტემაში; 1931-1937წწ. იყო პროფკავშირულ სამუშაოზე, ჯერ საფინანსო-საბანკო მუშაკთა პროფესიული კავშირის საქართველოს რესპუბლიკური გამგეობის პ/მგ მდივნად, ხოლო შემდგომ მის თავმჯდომარედ; 1937-1938წწ. საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატის სისტემაში - სახდაზღვევის სამმართველოს უფროსად და ფინანსთა სახალხო კომისრის მოვალეობის შემსრულებლად; 1938 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1938 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სსრ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, აგრეთვე პრეზიდიუმის წევრად და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ; 1938-1939წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის საქალაქო პარტიულ ორგანიზაციას, რომელშიც აგრეთვე შედიოდნენ წყალტუბოს და ქუთაისის რაიონები; 1941-1942წწ. იყო ამიერკავკასიის ფრონტის რწმუნებული ქუთაისში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მამისონის უღელტეხილის დამცველი ჯარის ნაწილების საომარი მასალითა და სურსათით მომარაგების დარგში; 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასახლება-დასახლების სამმართველოს უფროსად; შემდგომ იყო საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და დამზადების განყოფილების გამგე; 1946 და 1950 წლებში არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს დეპუტატად; თვალსაჩინო დამსახურება მიუძღვის საკავშირო მნიშვნელობის კურორტ წყალტუბოს მშენებლობისა და კეთილმოწყობის საქმეში; 1963 წლის 13 მარტს დაინიშნა საქართველოს სსრ დამზადების მინისტრად; დაჯილდოებულია სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ოქროს მედლით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.gedspace.nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მშრომელთა დეპუტატების ქუთაისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი, აღმასრულებელი კომიტეტი
  • საკავშირო კომუნისტური პარტია (ბ), წევრი (1929-1963)
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: