შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თვალავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1995 წელს; ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრი 2017 წელს. 1995-1998წწ. ქ. თბილისის ისნის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1998-2000წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორი; 2000-2001წწ. ქ. თბილისის მერიის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქალაქო სამსახურის უფროსი; თბილისის მთავრობის წევრი; 2001-2004წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 2005-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2007-2008წწ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი; 2008-2009წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი; 2009-2010წწ. ქ. თბილისის სამხედრო პოლიციის უფროსი; 2010 წელს საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე; 2010-2011წწ. შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე; 2011-2012წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; 2014-2015წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს სამმართველოს უფროსი; 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი.2002 წელს მიენიჭა "იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი"-ს სპეციალური წოდება, 2017 წელს "საგანგებო და სრულუფლებინი დესპანი"-ს დიპლომატიური რანგი. ომის ვეტერანი. წყარო: გენერლები საქართველოდან : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე /ლევან დოლიძე.-თბ.,2003.-585 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |