The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ფრუიძე

გივი ფრუიძე
დაბადების თარიღი:1930
გარდაცვ. თარიღი:2010  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნასპერი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

შემოქმედებითმა საქმიანობამ სიყმაწვილიდანვე გაიტაცა − წერდა ლექსებს, პიესებს, ლიტერატურულ წერილებს. პირადად იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა ქართული ლიტერატურის მრავალ ცნობილ წარმომადგენელთან, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძესთან, სიმონ ჩიქოვანთან, იოსებ გრიშაშვილთან, იოსებ ნონეშვილთან... სკოლის წლებიდანვე ჩამოყალიბდა ანტისაბჭოთა მოაზროვნედ. კომუნისტური სისტემის კრიტიკის გამო, რაც კრემლში გაგზავნილი წერილით გამოიხატა, დააპატიმრეს და ციხეში გამოამწყვდიეს. გასული საუკუნის 60-იან წლებში სოხუმში დამკვიდრდა და მოღვაწეობა დაიწყო სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ლექსებს ხშირად ბეჭდავდა რაიონულ და ავტონომიური რესპუბლიკის პერიოდიკასა და ლიტერატურულ გამოცემებში. მისი ლექსების ნაკრებები არა ერთხელ დაბეჭდილა ჟურნალებში "რიწასა" და "განთიადში". 1971 წელს გამომცემლობა "ალაშარას" მიერ დაბეჭდილ ახალგაზრდა შემოქმედთა კრებულში "გზის დასაწყისი" გივი ფრუიძის რამდენიმე ლექსიც შევიდა. 2006 წელს ქუთაისში გამოვიდა მისი ლექსების კრებული "ღვთაებრივი ფოთოლცვენა", ხოლოს 2010 წელს ლექსების კიდევ ერთი კრებული − "ცის სიმაღლიდან".  

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.309-310


გააზიარე: