შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: სოფელი ოფშკვითი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. მუშაობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად, სკოლაში − ისტორიის მასწავლებლად. მისი ლექსები და ნარკვევები იბეჭდებოდა პრესაში, შეტანილია სხვადასხვა კრებულში ("გზა მზისკენ მიდის" (1980), "სადიდებელი, მამულო, შენი" (1986), აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი, (1994), "ქუთაისო ჩემო", (2008) და სხვა). 1981 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული "ოდოია", 1986 წელს – "ჩიტი უსტვენს". მისი სცენარების მიხედვით განხორციელებულია რამდენიმე თეატრალური წარმოდგენა. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.311-312 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |