ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზაალ ნემსაძე
დაბადების თარიღი: | 15 დეკემბერი, 1957 (67 წლის) |
კატეგორია: | დრამატურგი, მწერალი, რეჟისორი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს.
მუშაობდა თერჯოლის კულტურის სახლის დირექტორად, კულტურის განყოფილების გამგედ, თერჯოლის პრეფექტის მოადგილედ; გაზეთების: "შანსი", "ალია", "კვირის ქრონიკა", საინფორმაციო სააგენტო "პირველის" ჟურნალისტად ტელეკომპანიების "ქართული TV" და "სამეფო არხის" საავტორო გადაცემების წამყვანად. არის რვა წიგნის ავტორი: "სცენარები", "Amicuc", "ზეციდან შობილნი", "პროფესორ გია ნადარეიშვილის ჯილდო", " მეფე,წინასწარმეტყველი, მღვდელი...", ნუ მიმატოვებ", "ტელეპორტაცია - მითი თუ სინამდვილე", "ტიტანები, თემურ-ლენგი ღვთის თვალი, დულა". გადაღებული აქვს 7-სერიანი დოკუმენტური ფილმი "სიკეთე მაინც მოდის" (2015-2020); დოკუმენტური ფილმები: "წავიღებ თქვენს სიყვარულს, "ბუტა რობაქიძე", "დოღი ყაზბეგში", "ღვთის თვალი", "შორეთი", "ქართული სიტყვის სარდალი", " ქრისტე აღდგა", "შობის ზღაპარი", "სალომე ბებია", "ამ ორი ციცქნა სამშობლოსათვის", "საკორონე ზღაპარი", "როგორ იქმნებოდა ფილმი პატიაშვილზე", "ჩემპიონი (რომან რურუა)", "ზეციდან შობილნი" (2022).
წყარო: პროფესორ გია ნადარეიშვილის ჯილდო / ზაალ ნემსაძე.- თბ.,2021
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2023 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
ნუ მიმატოვებ! : ნოველები / ზაალ ნემსაძე. - თბილისი : ივერიონი, 2023. - 178გვ.
- 2021 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
ზეციდან შობილნი : ესეები / ზაალ ნემსაძე. - თბილისი : ივერიონი, 2021. - 168გვ.
ბიბლიოგრაფია
- ტელეპორტაცია - მითი თუ სინამდვილე (ავტორი). - თბილისი, ივერიონი, 2024. - 104გვ.. - ISBN: 9789941863103
- ნუ მიმატოვებ (ავტორი). - თბილისი, ივერიონი, 2023. - 178გვ.. - ISBN: 9789941855320
- მეფე, წინასწარმეტყველი, მღვდელი (ავტორი). - თბილისი, ივერიონი, 2023. - 220გვ.. - ISBN: 9789941853388
- ზეციდან შობილნი : ესეები (ავტორი). - თბილისი, ივერიონი, 2021. - 168გვ.. - ISBN: 9789941832352
- პროფესორ გია ნადარეიშვილის ჯილდო (ავტორი). - თბილისი, ივერიონი, 2021. - 80გვ.. - ISBN: 9789941835728
- სცენარები (ავტორი). - თბილისი, ივერიონი, 2019. - 248გვ.. - ISBN: 9789941811166
|