The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ლიაძე

ივანე ლიაძე
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1879 წელს.

მუშაობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გამგის თანაშემწე-ინსპექტორად. მან საქმის გაუმჯობესების მიზნით, გარს შემოიკრიბა ანდრია ბენაშვილი, ეგნატე ნინოშვილი და ს. ჯიბლაძე, რომლებიც იმ დროს გურიის რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათ დაიწყეს რევოლუციური აზრებისა და წიგნების გავრცელება, ამავე დროს გაზეთ "დროებაში" ათავსებდნენ სკოლის მდგომარეობისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ კორესპონდენციებს, რის გამოც ივანე ლიაძე სკოლის გამგეს, დეკანოზ ქიქოძეს დაუპირისპირდა. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.822

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1879-)

გააზიარე: