შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათიკო ლომთაძე![]()
ბიოგრაფიამეფის რუსეთის დროიდან ჩართული იყო ახალგაზრდა მარქსისტთა მოძრაობაში და მალე ერთ-ერთი მეთაური გახდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ჟურნალ "ახალი კვალის" ერთ-ერთი რედაქტორი, საქართველოს მარქსისტთა ცენტრალური კომიტეტის წევრი, 1920 წლამდე კი თავმჯდომარე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის მდივნად, რევოლუციური სტუდენტობის ინტერპარტიული კომიტეტის წევრად. გარდაიცვალა ციხეში ჭლექით. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.837; საქართველოს ეროვნული არქივი: archival-services.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |