The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პორფილე ლომჯარია

პორფილე ლომჯარია
დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:24 ნოემბერი, 1948  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი.

მუშაობდა ბათუმში, როტშილდის ქარხანაში. 1901 წლის 31 დეკემბერს მოაწყო ბათუმის საწარმოების მოწინავე მუშების შეკრება, სადაც სტალინის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. მონაწილეობდა 1902 წლის მარტის პოლიტიკურ დემონსტრაციაში. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა გურიაში, სადაც ავრცელებდა პროკლამაციებს, გლეხებს მოუწოდებდა თვითმპყრობლობის და მემამულეთა წინააღმდეგ საბრძოლველად, ბათუმში არალეგალურად ასრულებდა სტალინის დავალებებს. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო კოლმეურნეობის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.848


გააზიარე: