The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათუნა ქვარიანი

ოფიციალური სახელი:ბესარიონ ქვარიანი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მოღვაწეობდა გელათში, საიდანაც რატომღაც გაუძევებიათ და შემდგომ ოსმალებს მოუკლავთ. მას იხსენიებს არჩილ მეფე − რუსთაველისა და თეიმურაზის "გაბაასებაში". დათუნა ქვარიანს 1678-1680 წლებში შეუთხზავს პოეტური ნაწარმოები "წამება და სასწაულთმოქმედება წმიდა გიორგისა". ეს ჰაგიოგრაფიული თხზულება ემყარება მთავარმოწამის ცხოვრებისა და წამების იმ პროზაულ აქტებს, რომელთა უმრავლესობა ადრე უთარგმნიათ ქართულად.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.317

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: