შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ქობულაშვილი![]()
ბიოგრაფიაიყო კახეთის მეფეთა მდივან-მწიგნობარ ქობულაშვილთა შთამომავალი. სწავლა-განათლება დავით რექტორთან მიუღია და შემდეგ ქართლ-კახეთის მეფის კარზე დაწინაურებული პირი ყოფილა; 1800 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და იმპერატორ პავლეს 1801 წლის მანიფესტის გამოცემას იქ შეესწრო; ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას იგი შეხვდა იმით, რომ 1812 წელს კახეთის აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად ითვლებოდა. მისი შემოქმედება ძირითადად სატრფიალო ლექსებს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქვია ასე: "ნინოს ქალზე თქმული ნანა თავის პაპის ძმის ოთარ ქობულაშვილისგან". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.319 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |