შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ესმა გუმბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2017-2021 წწ. იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი; 2019-2021 წწ. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი; 2020 წელს გახდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შშმ პირთა ისტორიების კონკურსში გამარჯვებისთვის დაწესებული ჯილდოს მფლობელი; 2021 წლიდან არის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის საკოორდინაციო უწყებათაშორის კომიტეტთან, ასევე თბილისის მერთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრი; 2022 წლიდან იუსტიციის სამინისტროსთან შშმ პირთა უფლებების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი; 2019 წლიდან არის შშმ ქალთა ორგანიზაციის "პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის" თავმჯდომარე, ასევე შშმ ქალთა ეროვნული ქსელის გამგეობის წევრი; აქვეყნებს სტატიებსა და პოდკასტებს ქალთა და შშმ პირთა უფლებების, ახალგაზრდების საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, სოციალური სამართლიანობის, სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის, ასევე მედიაწიგნიერებისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე. არის გაეროს შშმ პირთა უფლებების პარტნიორობის (UNPRPD) მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სიტუაციური ანალიზის თანაავტორი. უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში, თანასწორგანმანათლებელი. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: president.gov.ge; საქართველოს სახალხო დამცველი: ombudsman.ge; irex.org; grace.unodc.org; ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრი: inclusive-policy.org ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |