შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ჩიტაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია თეატრის მხატვრის სპეციალობით 1989 წელს. როგორც სცენოგრაფმა და კოსტიუმების მხატვარმა გააფორმა 50-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოში და საზღვარგარეთ: თბილისის ვერის უბნის ბავშვთა, კოტე მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერის და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, თეატრალურ სარდაფში, ქუთაისის, თელავის დრამატულ თეატრებში, ჰააგის თეატრალური კომპანიაში "მიმესისი"/Mimesis/, ლაიფციგის ახალგაზრდულ თეატრში. მათ შორის აღსანიშნავია გ. ჰაუპტმანის "მშვიდობის დღესასწაული", აგატა კრისტის "ხაფანგი", მ. კუჭუხიძის "ყბედი თუთიყუში", რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს", ლ. პირანდელოს "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი", გარსია ლორკას "მარიანა პინედა", გ. ალექსიძის "დრამატული ბალეტები", მ. მეტერლინკის "ნიშნობა", ბ. შოუს "პიგმალიონი", ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღი", კ. გოლდონის "ჭორიკანა ქალები" და სხვა; შექმნილი აქვს კოსტიუმების ესკიზები ანსამბლ "რუსთავისთვის"; შესრულებული აქვს ილუსტრაციები ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნებისთვის "საბავშვო ვეფხისტყაოსანი", "ქართული ჯადოსნური ზღაპრები"; სხვადასხვა წლებში ჰქონდა 5 პერსონალური გამოფენა; ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა თემატურ გამოფენებში. მათ შორის: "ქართული სახვითი შექსპირიანა", ეთნომოდის ფესტივალი MedModa იტალია 2005 - კოსტიუმების კოლექციით "მშვენიერი ქართველი ქალი", Fest I Nova 2010 არტ ვილა გარიყულა, ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობის რეტროსპექტივა პარიზში 2011, პრაღის კვადრიენალე 2015; ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (2006-2008) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2009-2013); ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ინგლისის, ნიდერლანდების, აშშ და სხვა კერძო კოლექციებში. ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში 2000"(გვ.511). წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი Art.Gov.Ge: art.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |