The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ღილა მოხევე

ოფიციალური სახელი:ნიკიფორე ღუდუშაური
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1909  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, პოეტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ღილა მოხევეს პოეზია გამსჭვალულია მისებრ უბრალო ადამიანისადმი თანაგრძნობით და ჩაგვრისადმი შეურიგებლობით მისი ლექსების კრებული "ამონაკვნესი" დაიბეჭდა 1908 წელს და გავრცელებულა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით ცენზურამ დაიწყო მისი წიგნების ხმარებიდან ამოღება. გადარჩა სულ რამდენიმე ცალი. ღილას ლექსების შემონახვაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ვანო შადურს. ღილას მიერ სტეფანწმინდაში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ მისი მეგობარი ლადო მალანია იმსხვერპლა. ღილამ თავი დააკლა მეგობარს. იყო სტამბის მუშა, რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმული. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.326

ბიბლიოგრაფია

  • ამონაკვნესი : ახალი ლექსები "ღილა მოხევესი" (ავტორი). - ტბილისი, გამოცემა ლელესი, 1908. - 32გვ.

გააზიარე: