Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. მსახურობდა შორაპნის მაზრის მომრიგებელ შუამავლად. 1876 წლიდან მონაწილეობდა საზოგადო საქმეებში: სათავადაზნაურო ბანკებში (ნესტორ წერეთლის წინააღმდეგ, ღოღობერიძეების მომხრე), არჩეული იყო ქუთაისის ქალაქის ხმოსნად და სხვ. მერაბ ლორთქიფანიძის ოჯახი იყო დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში მოწინავე ქართული ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი, სადაც ირჩეოდა და წყდებოდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხი. კონსტანტინე დადეშქელიანთან ერთად, მთავრობის მხრიდან იგი მონაწილეობდა სისხლის აღებისა და საგვარეულო დაპირისპირების აღკვეთის საქმეში. გლეხთა განთავისუფლებისა და ქართული სამიწადმოქმედო ბანკების დაარსების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ივდით, თეოდოსია, ანა (ანეტა), ნინო, ელენე (ლიოლია), ალექსანდრე, იასონ და ნიკო ლორთქიფანიძეების მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.870; nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |