The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევსევი ლოსაბერიძე

დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1934  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ქვაციხე, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1907 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად, ჭიათურაში საავადმყოფოს ექიმად, ქუთაისის მაზრის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ. იყო ქუთაისის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, სამედიცინო ცოდნის და სანიტარული განათლების აქტიური პოპულარიზატორი მთელ დასავლეთ საქართველოში. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა ჯილიან ევისონმა 1907 წელს შედგენილი რუსეთის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმომწერების ნუსხის ნაწილი გამოაქვეყნა. "ქართველი ხალხის პეტიცია" 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნეს. პეტიციის დედანსა და ხელმომწერთა ჩამონათვალს გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში მიაგნეს, ამ სიის ერთ-ერთი ხელისმომწერია ევსევი ლორთქიფანიძე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.882; გაზეთ  "ბათუმელების" ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი: netgazeti.gesociety.iliauni.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილება, ნამდვილი წევრი
  • ქუთაისის სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: