The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ქემოკლიძე

ირაკლი ქემოკლიძე
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1989
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 2021  (32 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო (ჯიქია), თბილისი
კატეგორია:სამოქალაქო უფლებების დამცველი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პროფესიული კოლეჯი.

1997 წლიდან, ბავშვობის ასაკიდანვე, აქტიურად იყო ჩართული "სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშთა დახმარების ასოციაციის" (მშობელთა კავშირის) საქმიანობაში, მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში; 2012 წელს ირაკლი ქემოკლიძემ და დავით ხარაძემ პრეცედენტი შექმნეს და ქმედუუნაროდ აღიარებულმა პირებმა საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც ისინი ითხოვდნენ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებთან დაკავშირებული მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას; საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს 6 თვე განუსაზღვრა გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის მარტს მიიღო 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი. აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-12 მუხლთან. კონვენციის მე-12 მუხლი კი აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორ უფლებას სამართლის სუბიექტად აღიარებაზე და კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ქმედუნარიანობის შეზღუდვას; ამ სასამართლო გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გახმაურებელი ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების დაწყებას. იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის, ფესტივალებისა და გამოფენების მონაწილე; 2016 წლიდან იყო ხის სოციალური საწარმო "სხივის" თანადამფუძნებელი და აქტიური წევრი. მიღებული აქვს არაერთი სიგელი: მზის ფესტივალში მონაწილეობისთვის - "ჩვენ ვხედავთ მზეს" - კომპანია ჯეოსელი, მზიური; საქველმოქმედო გამოფენა - "ვიყოთ ერთად" - მომავლის ხელოვნების სკოლა და სხვა; საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა სპეციალური პრემიით ადამიანის უფლებების დაცვის დარგში (2017); საფრანგეთის საელჩოს მიერ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, შშმ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა საელჩოს პრიზითა და დიპლომით (2019). უფლება დამცველი, სამოქალაქო აქტივისტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - ღირსების ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის

გააზიარე: