შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ლუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბერშუეთი, გორის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1897 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: "მწყემსი" (1907-1911), "შინაური საქმეები" (1908-1914), "განათლება" (1913) და სხვ. აღსანიშნავია მისი წერილი "ოჯახი პირველი სკოლაა ბავშვისათვის" ("განათლება", 1913, სექტემბერი). სხვადასხვა წყაროდან შედგენილი აქვს: "აპოლოგია ქრისტიანობისა", "ბიბლიური საღვთისმეტყველო ლექსიკონი", "მაჩვენებელი ოთხ სახარებაში მოხსენებული საგნებისა" და სხვ. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.886
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |