შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ზივზივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1971 წელს. მუშაობა დაიწყო საქენერგოს ცენტრალურ სადისპეტჩერო სამსახურში და პარალელურად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული სისტემების კათედრაზე. 1974 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის მიზნობრივ ასპირანტურაში. 1978 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრული სისტემების კათედრაზე; 1979 წელს - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის და ავტომატიკის კათედრის დოცენტი; 1982-1991წწ. - ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1991 წლიდან - ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთების შემდეგ - უნივერსიტეტთან არსებული ელექტროტექნიკური ს/ს ინსტიტუტის პირველი დირექტორი; იმავე წლიდან - ჰიდროელექტროენერგეტიკის კათედრის გამგე. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის და ფიზიკის კათედრებს; 2003 წლიდან - ქუთაისის ორი უნივერსიტეტის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ელექტროტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2000-2002წწ. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად - იმერეთის ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორი, მომდევნო წლებში - ამავე ენერგოკომპანიის მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის მოვალეობის შემსრულებელი. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოების და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დეპარტამენტში ფუნქციონირებს 2 სამაგისტრო პროგრამა. დისერტაციის თემა - "გრძელი მართვადი ელექტროგადამცემი ხაზების სტაციონარული რეჟიმების გამოკვლევა მაღალსიხშიროვან ფიზიკურ მოდელზე ზემაღალი სიხშირის დიაპაზონებში". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.136 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |