The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ყუბანეიშვილი

კოტე ყუბანეიშვილი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ყუბანეიშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და გორის პედაგოგიური ინსტიტუტი.

სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად; 80-იანი წლებიდან უკავშირდება დიზაინერთა და ალტერნატიული მუსიკის შემოქმედებით ჯგუფებს; ამავე პერიოდში დაიწყო ლექსების წერა; 1989 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "Jet club", რომელმაც მას სახელი დაუმკვიდრა, როგორც ქართული ანდერგრაუნდის მთავარ ფიგურას; ავტორს გამოქვეყნებული აქვს ოცამდე პოეტური კრებული და თარგმანები; მათ შორის რუს და ანგლო-საქსონ გამომცემლებთან თანამშრომლობით. 90-იან წლებში, კოტე ყუბანეიშვილმა ირაკლი ჩარკვიანთან ერთად დააარსა "რეაქტიული კლუბი".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.332

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: