Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა შაბათაშვილი-დავარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო სასწავლებლის ფარმაცევტული ფაკულტეტი. სწავლა გააგრძელა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ თსუ-ს მეორადი განყოფილების იურიდიულ ფაკულტეტიც დაამთავრა სამოქალაქო სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის №1 აფთიაქში პროვიზორის თანაშემწედ. 1991 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული "ქანაანიდან... ვიდრე მცხეთამდე". იმავე წელს საცხოვრებლად გაემგზავრა ისრაელში და თანამშრომლობდა იქ გამომავალ ქართულ ჟურნალგაზეთებთან: "დროშა", "ალია საქართველოდან", "თემის მოამბე", "ციონი" და სხვა. მოგვიანებით, ქალაქ აშდოდში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად, მან ჩამოაყალიბა ისრაელის ქართულ-ებრაულ სატირისა და იუმორის, მუსიკალური კომედიის თეატრი "ქნარი". მინიჭებული აქვს ქართული კულტურის დესპანის წოდება. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.334 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |